პროექტის სახელი: უდის ისტორია
პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები იკვლევენ საკუთარი სოფლის ისტორიას და ქმნიან სოფლის მატეანეს
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები იძიებენ თავისი სოფლის წარსულს , თუ როდის და როგორ წარმოიშვა თავიანთი სოფლის სახელი. მოსწავლეები შეაგროვებენ ლეგენდებს სოფლის წარნოშობის შესახებ, გადაუღებენ სურათებს სოფლის ისტორიულ ადგილებს, ტაძრებს. დააკვირდებიან სოფლის ყოველდღიურ ცხოვრებას. მოსწავლეები შეხვდებიან და ისაუბრებენ სოფლის უხუცეს ადამიანებთან სოფლის წარსულსა და აწმყოზე,სოფლის ტრადიციებზე და წეს–ჩვეულებებზე, რომელი ტრადიცია გაქრა და რომელი შემორჩა სოფლის ცხოვრებაში .შემორჩა თუ არა სოფელს ის ნაწილი , რომელიც მათთვის მისაღებია. მოსწონთ თუ არა თანამედროვე სოფლის ყოფა–ცხოვრება. მოსწავლეები ინტერნეტში მოიძიებენ საინტერესო მასალას თავისი სოფლის შესახებ.მოძიებული მასალითა და ფოტოებით შეადგენენ ფოტო–ალბომს და მოაწყობენ გამოფენას თავიანთ სკოლაში.
მონაწილეთა ასაკი: 14–16
ვადები/ხანგრძლივობა:3 თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: შეგროვებული მასალისა და ინფორმაციის ბლოგზე განთავსება.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტი რაც შეიძლება შეიქმნას: ფოტო–ალბომები, ჩანახატებისა და საუბრების ჩანაწერები
სარგებელი სხვებისათვის: ბავშვები ეცნობიან საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციებსა და წეს–ჩვეულებებს, ხალხურ შემოქმედებას. იქმნება მათ მიერ ახალი ბლოგები , ფოტო–ალბომები, რითაც ისინი ეჩვევიან კომპიუტერთან მუშაობას
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: გეოგრაფია, ისტორია, ბავშვებს გაუღრმავდებათ ინტერესი საქართველოს სხვადასხვა კუთხისადმი
პროექტის ფასილიტატორის სახელი: ანეტა ბალახაშვილი
პროექტის ფასილიტატორის ელ–ფოსტა: abalaxashvili@gmail.com